“ჩვენ ვისაუბრებთ კოორდინაციაზე, დაგეგმარებაზე, მთავრობას და პარლამენტს შორის ურთიერთობაზე. იმისთვის, რომ მთავრობას და პარლამენტს შორის მაქსიმალური კოორდინაცია იყოს და დისციპლინა. ვისაუბრებთ რეფორმებზე, რომლის გატარებასაც ჩვენ ვაპირებთ, რომ დავგეგმოთ. დაახლოებით 10-15- წუთიანი გამოსვლა მექნება და შემდეგ შეკითხვას დაველოდები”,-განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ბევრი განცხადება შეუთანხმებლად და არაკოორდინირებულად კეთდება:
“კოორდინაცია არ არის, ძალიან ბევრი განცხადება კეთდება შეუთანხმებლად, ბევრი აღარ კითხულობს ჩემ გამოსვლებს და განსხვავებულ პოზიციებს იჭერენ ხშირად დეპუტატები. პრინციპში ნორმალური პროცესია. უმრავლესობა ხელისუფლებაში პირველად არის, პარლამენტარებიდან ძალიან ბევრი ახალია, რაღაც დრო გავიდა და ახლა უფრო დისციპლინებულები უნდა ვიყოთ და კოორდინაცია უნდა არსებობდეს”,- განაცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.