ახალი ამბები

წულუკიანი საჯარო რეესტრის თანამშრომლებს შეხვდა

7 დეკემბერი, 2012 •
წულუკიანი საჯარო რეესტრის თანამშრომლებს შეხვდა

დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრი საჯარო რეესტრის სააგენტოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს შეხვდა.

„ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი სამართლიანი სამართლებრივი გარემოს შექმნაა, მაგრამ თვით ყველაზე მიუკერძოებელი და ობიექტური სასამართლო გადაწყვეტილება კარგავს ძალას მისი ეფექეტური აღსრულების გარეშე. ეს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია კი სწორედ აღსრულების ეროვნულ ბიუროს აკისრია. რაც შეეხება საჯარო რეესტრის სააგენტოს, მისი გამართული მეურნეობის განვითარებისათვის. ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი მთავარი პირობა უძრავი ქონების, მიწის სწრაფი რეგისტრაცია, ქონებრივი დავების – გადაფარვების არარსებობაა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრის განცხადებით, აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია, აწარმოოს საინფორმაციო კამპანია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ყადაღის, იპოთეკური სესხის და სხვა გადაწყვეტილებებისაგან დაიცავს.

 

იუსტიციის მინისტრი სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სხვა სააგენტოების თანამშრომლებთან შეხვედრას უახლოეს პერიოდში გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი