საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში კავკასიოლოგთა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია წმ. გრიგოლ ფერაძისა და ჩერქეზების სახელს ატარებს და გრიგოლ ფერაძის გარდაცვალების 70 წლისთავთან დაკავშირებით მოეწყო.
“ჩვენი პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული და არც არასდროს ყოფილა. ჩვენი პოლიტიკა გულისხმობს გრძელვადიანი განვითარებას, მშვიდობასა და შესაძლებლობებს ამ რეგიონის თითოეული მკვიდრისთვის.
საქართველოში მთავრობა შეიცვალა, მაგრამ არავის აღარ შეუძლია საქართველოს დაჩოქება და კვლავ რუსული იმპერიის გავლენის ქვეშ მოქცევა.
რა თქმა უნდა, იქნება აღმართებიც და დაღმართებიც, მაგრამ ჩვენმა ხალხმა უკვე გაიგო თავისუფლების, წარმატების, დემოკრატიის, მთავრობის დემოკრატიულად შეცვლის გემო და ის, თუ რას ნიშნავს ევროპელობა ყველა მინუსით და პლუსით.
ამ გზიდან გადასახვევი და უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გვაქვს. არის რამდენიმე ქვეყანა ევროპაში, რომლებსაც ჰქონდათ უკუსვლის პერიოდები. მინიმუმ ორ მათგანს ისეთი ლიდერები ჰყავდათ, რომლებსაც დიქტატურის დამკვიდრება სურდათ, მაგრამ ევროპაში ეს არ მოხდება.
ვფიქრობ, პოლონეთი დიდებული მაგალითია.
იყო ასევე პოლონეთის პრეზიდენტი, რომელმაც თქვა, რომ დემოკრატიის კლასიკური ფორმულაა ის, როდესაც ქვეყანას ჰყავს ერთ პრეზიდენტი, ერთი პრემიერ მინისტრი, ბევრი ყოფილი პრეზიდენტი, ბევრი ყოფილი პრემიერ მინისტრი და არც ერთ მათგანი ციხეში არ არის, არც მოკლული ან გაუჩინარებულია რომელიმე მათგანი. სწორედ ეს არის ის, რის შექმნასაც ჩვენ ვცდილობთ საქართველოში. ვფიქრობ, მოვა დრო და ჩემი ქვეყანა ამ ტესტსაც ჩააბარებს”,- განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის სიტყვას, რომლითაც კონფერენციაზე გამოვიდა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს.