ახალი ამბები

კულტურის სამინისტრო კათოლიკური ეკლესიების მართლმადიდებლური თემისთვის გადაცემის კანონიერებას სწავლობს

6 დეკემბერი, 2012 •
კულტურის სამინისტრო კათოლიკური ეკლესიების მართლმადიდებლური თემისთვის გადაცემის კანონიერებას სწავლობს

კულტურის სამინისტრო კათოლიკური ეკლესიების მართლმადიდებლური თემისთვის გადაცემის კანონიერებას სწავლობს – ამის შესახებ ნეტგაზეთს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა თამუნა ჩიხლაძემ განუცხადა.

“ყველაფერი დაწყებულია. ცალკე ვთქვათ თურქეთ–საქართველოს მოლაპარაკება, ცალკე მიმდინარე მშენებლობები, ცალკე ეს კათოლიკური. ესეთი თემემი, რომლებზეც მუშაობენ დეპარტამენტში ცალ–ცალკე ჯგუფები. უკვე მიმდინარეობს მუშა პროცესი, შიდა”
ჩიხლაძის განმარტებით როგორც კი საქმის შესწავლა დასრულდება სამინისტროში დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით მრგვალი მაგიდა გაიმართება:

” როგორც კი იმ დონემდე მივალთ, რომ ეხლა უნდა მოვიწვიოთ იგივე კათოლიკური ეკლესიის ხალხი, ჩვენთან იქ, აქ ეს კონფესიები შეიკრიბებიან აი ამის დღეს და თარიღს განვაცხადებთ. ოღონდ ჯერ ვერა, იმიტომ რომ ჯერ ეს მუშა პროცესია. ღია შეხვედრა რომ დაინიშნება და მერე ეს იმდენად საჯარო იქნება ისიც გეცოდინება და მერე რა ეტაპი მოყვება, ამასაც აქვე გაიგებთ, ამ შეხვედრაზე. “

 

შეგახსენებთ, რომ გურამ ოდიშარიამ კულტურის მინისტრის პოსტზე დამკიცებამდე ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, რომ სამინისტროში სპეციალური კომისია შეიქმნებოდა, რომელიც საფუძვლიანად შეისწავლის წლების წინ კათოლიკური ეკლესიების საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიისთვის გადაცემის კანონიერების საკითხს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი