ახალი ამბები

ჰოლანდიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

15 მარტი, 2017 • 1894
ჰოლანდიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

დღეს, 15 მარტს ჰოლანდიაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ამომრჩეველთა საზოგადობრივი აზრის მკვლევარები, გამარჯვებას ისლამოფობი, ევროსკეპტიკოსი ჰერტ ვილდერსის პარტიას, “თავისუფალ პარტიას” უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ბოლო გამოკითხვების მიხედვით, რეიტინგში მცირე სხვაობით, ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერ მინისტრის – მარკ რუტის მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია ლიდერობს.

საპარლამენტო არცევნები ჰოლანდიაში 15.03.2017 ფოტო: EPA

საპარლამენტო არცევნები ჰოლანდიაში 15.03.2017 ფოტო: EPA

ჰერტ ვილდერსი ამომრჩეველს ჰპირდება, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ნიდერლანდების სამეფოს ევროკავშირიდან გამოიყვანს, დახურავს ქვეყანაში არსებულ მეჩეთებს და აკრძალავს ყურანს.  ის მის მთავარ ოპონენტს, მარკ რუტს ადანაშაულებს, რომ ხელისუფლება იმიგრანტებისთვის უკეთეს ჯანდაცვას უზრუნველყოფს, ვიდრე – ჰოლანდიელებისთვის.

მარკ რუტი კი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ საზღვრების ჩაკეტვა და მეჩეთების დახურვა, ისევე როგორც ყურანის აკრძალვა გამოსავალი არაა.

ვინ მოიპოვებს მეტ მანდატს ჰოლანდიის საპარლამენტო არჩევნებში, ამას 13 მილიონი ამომრჩეველი დღეს გადაწყვეტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი