პროდუქტები ერთ–ერთი მომხმარებლის მიმართვის საფუძველზე შემოწმდა:
“ვიყიდე სურთაველის სმარტში შერეული ფარში და თეთრი ფერი უფრო მეტი იყო, ვიდრე ხორცის წითელი. გთხოვთ, შეამოწმოთ კოლიფორმებზე მათი ფარშიც და მათივე წარმოების თევზიც, რომელიც იქვე ელაგა და ვიზუალურად არც ის გამოირჩეოდა მაღალი ხარისხით”, – წერდა მომხმარებელი.
2012 წლის 22 ნოემბერს momxmarebeli.ge-მ ორივე სახეობის პროდუქტი შეიძინა, პროდუქტები მაღაზიის შეფუთვიანად მოთავსდა სტერილურ პოლიეთილენის პარკში და ანალიზისათვის ლაბორატორიას ჩაბარდა. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით პროდუქტები კოლიბაქტერიით დაბინძურებული აღმოჩნდა.
momxmarebeli.ge-ს ინფორმაციით აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე გაიგზავნა წერილები მეწარმესთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოში.