ახალი ამბები

შვეიცარიაში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენის მიმართ ძებნა გაუქმდა

5 დეკემბერი, 2012 •
შვეიცარიაში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენის მიმართ ძებნა გაუქმდა

ჰოლდინგური კომპანია “ვაკე-5”-ის და “ალბატროს ჯგუფის” დამფუძნებელს, დავით ბეგიაშვილს ბრალი თაღლითობის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით) წაეყენა.

დავით ბეგიაშვილი
დავით ბეგიაშვილი

ბეგიაშვილის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის თქმით, დღევანდელ პროცესზე სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა იმასთან დაკავშირებით,რომ ბეგიაშვილის საქმეში არ არსებობს დანაშაულის ნიშნები, რის საფუძველზეც საქმის წარმოება შეწყდა.

“სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბეგიშვილის მიმართ გაუქმდა ძებნა, ასევე ყადაღა მოეხსნა მის კუთვნილ ქონებას. ამდენად, დავით ბეგიაშვილს 2-3 დღეში შეუძლია ქვეყანაში დაბრუნდეს”, – განაცხადა მოსიაშვილმა.

მისივე თქმით, სასამართლოს განჩინება, რომელიც დაუყოვნებლივ შედის ძალაში, საზღვრის დაცვის დეპარტმენტს გადაეგზავნება, რათა მას ჰქონდეს ინფორმაცია, რომ ბეგიშვილზე ძებნა მოხსნილია.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ბეგიაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან. იგი მის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებში ადანაშაულებს შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს:

“შოთა ხიზანიშვილი, ვაჟა ლელუაშვილი და ლევან ქარდავა, სხვა თანამდებობის პირებთან ერთად, უშუალოდ მონაწილეობდნენ ჩემი და ჩემი კომპანიების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში.”

ბეგიაშვილის აცხადებს, რომ მისი ბიზნესის ხელში ჩაგდებით ვანო მერაბიშვილი იყო დაინტერესებული და ამის გამო იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი