ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტრო გზების დეპარტამენტში დოკუმენტაციას ამოწმებს

5 დეკემბერი, 2012 •
ფინანსთა სამინისტრო გზების დეპარტამენტში დოკუმენტაციას ამოწმებს

როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოითხოვა დეპარტამენტისგან ყველა ის ინფორმაცია და სატენდერო დოკუმენტაცია, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორს, “ტოდინსა” და მის ქვეკონტრაქტორს “აკორდს” შეეხება. 

 

ტენდერში გამარჯვებული იტალიური კომპანია ,,ტოდინი’’ და მისი ქვეკონტრატორი აზერბაიჯანული კომპანია ,,აკორდი’’ ჩქაროსნული გზატკეცილის მაგისტრალის სვენეთი-რუისის 15- კილომეტრიან მონაკვეთის მშენებლობის პროექტში იყვნენ ჩართული. 

 

დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობის პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 250 მლნ. ლარს შეადგენს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი