ახალი ამბები

მაია ფანჯიკიძე: ქვეყნის დეოკუპაცია არის მთავარი პრიორიტეტი

5 დეკემბერი, 2012 •
მაია ფანჯიკიძე: ქვეყნის დეოკუპაცია არის მთავარი პრიორიტეტი

ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში გამართულ სესიაზე მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მედიასთან რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

 

ფანჯიკიძის თქმით, საქართველო არასდროს შეეგეუება თავისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, ყოველთვის იბრძოლებს იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და საქართველოს სუვერენიტეტი იყოს შენარჩულებული.

 

“ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი, დიპლომატიური მეთოდებით. ეს არის ჩვენი რწმენა, მთავარი ამოცანა, ქვეყნის დეოკუპაცია არის მთავარი პრიორიტეტი, რომელიც არ შეიცვლება. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან დიალოგი შედგება,”- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რომელიც ასევე ბრიუსელში იმყოფებოდა, ამბობს, რომ საქართველოს ახალი მთავრობისგან, რომელიც აცხადებს, რომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა სურს, საპირისპირო მოქმედებებს ელის. ლავროვის თქმით, საქართველომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არ უნდა მოიხსენიოს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი