საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც დღეს ზუგდიდს ეწვია, ანაკლიის ტერიტორიაზე შეჩერებულ მშენებლობებზე და ამ ობიექტებზე ძროხების შესევაზე ისაუბრა.
“ანაკლიაში, ყველა ობიექტზე ძროხები შედის, რომელიც ადრე შემოფარგლული და ტურისტული ობიექტები იყო. ასევე დავინახე, რომ დაჭაობების პროცესი დაიწყო ისევ. მშენებლობები გაჩერებულია. ანაკლიაში 1000 კაცამდე მუშაობდა და კიდევ უნდა დამატებოდა 5000. სადღაც 6000 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა. ზეწოლა იყო საკრებულოზე და გამგეობაზე, რატომ რიცხავდით ფულს. იმიტომ, რომ მე ვეუბნებოდი, გადაერიცხათ. მე ჩავრიცხე, მე ვაპირებ, მე ვაპირებ ახლაც ამის გაკეთებას, და სხვათა შორის, მე გავაკეთებ ამას, ვინც რა უნდა ილაპარაკოს, დაივიწყეთ სააკაშვილის ინიციატივა, ერქვას ამას ნებისმიერის, ახალი მთავრობის თუ პრემიერ მინისტრის ინიციატივა, მაგრამ ააშენონ, ნუ გააჩერებენ. ნუ გაადაყოლებთ ერთი ადამიანი ჯიბრს ყველაფერს, ვინდაინ ამის უკან ოჯახებია,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
დღესვე საქართველოს პრეზიდენტი ზუგდიდში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილა.”