ახალი ამბები

შსს-მ ქურდობისთვის ორი პირი დააკავა

4 დეკემბერი, 2012 •
შსს-მ ქურდობისთვის ორი პირი დააკავა

ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-4 განყოფილების თანამშრომლებმა ქურდობისათვის ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცლებს.

 

“მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ბაგრატ ქ.-მ და ბადრი ყ.-მ დიდ დიღომში მდებარე თემურ ნადირაძის  ავტოსახელოსნოდან  1500 ამერიკული დოლარის ღირებულების ავტონაწილები მოიპარეს. ჩატარებული სამძებრო  ღონისძიებების შედეგად, ვაკე- საბურთალოს პოლიციის მე-4 განყოფილების თანამშრომლებმა ქურდობაში ბრალდებულები რამდენიმე დღეში დააკავეს. სამართალდამცველებმა მათი სამალავიდან,  ნივთმტკიცების სახით, ავტომანქანის 4 საბურავი და 4 “ფარი” ამოიღეს. სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლის(ქურდობა)  მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით აღიძრა და მე-3-ე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით აღიძრა.”

 

საქართველოში დანაშაულის სტატისტიკის მატების შესახებ შს მინისტრმა რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან საუბარში თქვა. მისი განაცხადით, წინა თვეებთან შედარებით წვრილმანი დანაშაულებისა და ქურდობის შემთხვევები თითქმის 50 პროცენტით გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი