ახალი ამბები

პრეზიდენტი შეჩერებული მშენებლობებით დაინტერესდა

4 დეკემბერი, 2012 •
პრეზიდენტი შეჩერებული მშენებლობებით დაინტერესდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ზუგდიდს ეწვია. ქვეყნის პირველი პირი იმ სამშენებლო ობიექტებით დაინტერესდა, რომელთა მშენებლობებიც შეჩერებულია. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

“მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას აღნიშნულ ფაქტს უარყოფითი შეფასება მისცა და განაცხადა, რომ შეჩერებული მშენებლობების შედეგად რეგიონში ათიათასობით სამუშო ადგილი იკარგება. მისი თქმით, დაწყებული მშენებლობები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და აღმშენებლობის პროცესი ქვეყანაში არ უნდა შეფერხდეს.

„მე მინდა, რომ საქართველო განვითარდეს! “ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ სამეგრელოში მშენებლობები უნდა გაგრძელდეს.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტი ზუგდიდში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილა,”- ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი