ახალი ამბები

ღვინის ეროვნულ სააგენტოს ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს

4 დეკემბერი, 2012 •
ღვინის ეროვნულ სააგენტოს ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს

შეხვედრაზე მინისტრი ღვინის სააგენტოს ხელმძღვანელს სააგენტოს ძირითად  მიმართულებებზე  ესაუბრა, რომელზეც ქართული  ღვინის კონკურენტუნარიანობის და ხარისხის, ასევე  ექსპორტის  გაზრდის და ახალი ბაზრების ათვისების საკითხები განიხილეს.

 

დღესვე სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით შერვაშიძემ  ლევან დავითაშვილი  ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს პირადად წარუდგინა.

 

ლევან დავითაშვილი2009 წლიდან დღემდე შპს SCHUCHMANN WINES GEORGIA-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი იყო. ასევე მუშაობდა USAID – ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის Ag Vantage-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერად. იყო შპს ,,წინანდლის ძველი  მარნის“ გენერალური  მენეჯერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი