ახალი ამბები

წულუკიანი პანკისის ხეობაში მცხოვრებ ჩეჩნებს შეხვდა

4 დეკემბერი, 2012 •
წულუკიანი პანკისის ხეობაში მცხოვრებ ჩეჩნებს შეხვდა

მინისტრის განცხადებით, ქართულმა მხარემ უარი თქვა ახმედ ჩატაევის რუსეთის ფედერაციისათვის გადაცემაზე და ეს იუსტიციის სამინისტროს პრინციპული პოზიციაა. წულუკიანმა სააკაშვილის ხელისუფლების მიერ რუსეთის ფედერაციისათვის გადაცემული ჩეჩნების საქმე გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს ტრადიაცია საქართველოში უნდა დასრულდეს:

 

„რაც შეეხება სს საქმეს ახმედ ჩატაევთან დაკავშირებით, ერთადერთი გარანტია, რომელიც შემიძლია მოგცეთ, არის ის, რომ ახმედ ჩატაევის და ნებისმიერი სხვა პირის საქმე დასრულდება იმ შედეგით, რომელიც გამომდინარეობს მხოლოდ რეალური მტკიცებულებებიდან და წარიმართება სამართლიანობის პრინციპის დაცვით. მინდა პანკისის მოსახლეობამ იცოდეს – საქართველოს იუსტიციის მინისტრის, მთავრობის სხვა წევრების  და  საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახით მათ ჰყავთ გულშემატკივრები საქართველოს ხელისუფლებაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

აქციის ერთ–ერთი მონაწილის მექა ხანგოშვილის განცხადებით, იუსტიციის მინისტრი პანკისის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ საქართველოში არც ერთი ადამიანის უფლება დარღვეული არ იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი