უბედურ შემთხვევას ცოცხალი მხოლოდ 6 მგზავრი გადაურჩა, რომლებიც სხვადასხვა სახის ტრაvმებით ახლომდებარე სამედიცინო ცენტრებში მოათავსეს. მიკროავტობუსი თბილისი–ქუთაისის რეისს ასრულებდა.
პოლიციის ცნობით, სატვირთო მანქანის მძღოლი თურქეთის მოქალაქეა და ამჟამად დაკავებულია. მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს შს საპატრულო პოლიციის იმერეთის მთავარი სამმართველო საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




