ახალი ამბები

შსს–მ მარნეულში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

3 დეკემბერი, 2012 •
შსს–მ მარნეულში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელიც თანამზრახველებთან ერთად  2012 წლის 1 ოქტომბერს  თავს დაესხა მარნეულში მცხოვრებ  გასანოვების  ოჯახს. როგორც პოლიცია აცხადებს, მათ ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით  დაზარალებულების სახლიდან 60 ათასი ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები, 5 ათასი ლარი და 2 ათასი  აშშ დოლარი გაიტაცეს.

“დაკავებულის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ძვირფასეულობიდან დაზარალებულმა გასანოვმა საკუთარი სამკაულები ამოიცნო. მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები  ყაჩაღური დაჯგუფების დანარჩენი წევრების დადგენა -დაკავების მიზნით   ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს  ატარებენ. გამოძიება საქართველოს ს.ს. კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისთვის დაკავებულ ვალერი ნ-ს 6-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება”, – ნათქვამია შსს–ს მიერ დღეს, 3 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი