საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-VII განყოფილების თანამშრომლებმა ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფი დააკავეს, რომელთა შორის ერთი არასრულწლოვანია.
დაკავებული არიან 1995 წელს დაბადებული ნიკა გ. და 1993 წელს დაბადებული ნუგზარ ს.
პოლიცის ინფორმაციით, მათ 2012 წლის სექტემბრისა და ოქტომბრის განმავლობაში წინასწარი შერჩევის შედეგად თბილისის სხვადასხვა რაიონში მდებარე „ნუგეშის” 15 სავაჭრო ჯიხური, 2 საცხობი, „ შირაქის ეკო პროდუქტებისა” და „კოდას” ჯიხურები გაქურდეს – თბილისის მასშტაბით, ჯამში, 21 სავაჭრო ობიექტი.
როგორც შსს აცხადებს, დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს. მათ ბრალი სსკ-ის 177 -ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც არაერთგზის და წინასწარი შეთახნმებით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.





