ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები იმართება

12 მარტი, 2017 • 4211
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები იმართება

დღეს, 2017 წლის 12 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები იმართება.

კენჭისყრაში მონაწილეობა უკვე მიიღო დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ.

“ვიმედოვნებ, არჩევნები მშვიდად ჩაივლის. პარლამენტში უნდა მოვიდნენ ადამიანები, რომელთაც ესმით რატომ მიდიან იქ, საკუთარი ქვეყნის პატრიოტები. პარლამენტში ადგილები უნდა დაიკავონ პასუხისმგებლიანმა ადამიანებმა, პარლამენტში რადიკალიზმის ადგილი არ არის”, – განაცხადა ხაჯიმბამ.

აფხაზეთის პარლამენტში 35 სადეპუტატო ადგილისთვის 137 კანდიდატი იბრძვის. მათგან 113 კანდიდატი საინიციატივო ჯგუფმმა, ხოლო 24 – პოლიტიკურმა პარტიებმა [“აინარი”, “ამცახარა”, “აფხაზეთის სახალხო ფრონტი” და “აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმი] წარმოადგინეს. კანდიდატებს შორის არიან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი, ყოფილი შს მინისტრი რაულ ლოლუა, ყოფილი პრემიერი სერგეი შამბა.

როგორც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომიტეტში აცხადებენ, არჩევნებს სხვადასხვა ქვეყნიდან [რუსეთი, მთიანი-ყარაბაღი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა] და ორგანიზაციიდან, 40-ზე მეტი მონიტორი დააკვირდება. რუსეთის ფედერაციიდან წარმოდგენილი დამკვირვებლების დელეგაციას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა  თანამეგობრობისა და ევრაზიული ინტეგრაციის საკითხებში რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილე, კონსტანტინ ზატულინი ხელმძღვანელობს. 

“აფხაზეთში დამკვირვებლის სტატუსით პირველად არ ვარ და ყოველთვის გაოცებული ვიყავი აფხაზური საზოგადოების დემოკრატიულობით, დემოკრატიული პრინციპების სკურპულოზური დაცვის სწრაფვით. ქართველ ხალხთან მიუხედავად ძალიან თბილი ურთიერთობებისა, რუსეთმა, თავის დროზე, აფხაზეთის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი და აფხაზი ხალხის სამართლიანი ბრძოლა აღიარა”, – განაცხადა ზატულინმა.

საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად 15,5 რუბლია [დაახლოებით, 263 ათასი აშშ დოლარი] გამოყოფილი.

საპარლამენტო არჩევნები აფხაზეთში; ფოტო: ნეტგაზეთი; 2017

რაულ ხაჯიმბა საპარლამენტო არჩევნებზე; ფოტო: apsnypress; 2017

რაულ ხაჯიმბა საპარლამენტო არჩევნებზე; ფოტო: apsnypress; 2017

მასალების გადაბეჭდვის წესი