დღეს ასევე განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან ჯალაღანიამ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გაეროში პალესტინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ისრაელის ელჩთან მოლაპარაკება წინასწარ იყო გამართული, შესაბამისად, იმედოვნებენ, რომ აღნიშნული ფაქტი საქართველო–ისრაელის ურთიერთობაზე ნეგატიურად არ აისახება.
“საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთთან სახელმწიფოებრივი კავშირები, თანამშრომლობა, თანამეგორბობა. ამ რეგიონში სტაბილურობის მიღწევა მოლაპარაკებათა გზით მიგვაჩნია ერთ–ერთ ეროვნულ ინტერესად და პრიორიტეტად. შესაბამისად, რეზოლუცია, რომელიც წარმოდგენილი იყო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, საქართველოს მიერ სწორედ ამ ჭრილში განიხილებოდა. გადაწყვეტილება არ იყო მიღებული ზედაპირულად. მთელ ამ პროცესში ჩვენ გვქონდა კონსულტაციები აშშ–თან, ევროპის ქვეყნებთან, ისრაელის სახელმწიფოსთან და ისრაელის ელჩთან”, – განაცხადა ლევან ჯალაღანიამ.
გაეროს მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული რეზოლუციით პალესტინა მიენიჭა არამუდმივი წევრის სტატუსი გაეროში. რეზოლუციის მიღებას მხარი 138–მა სახელმწიფომ დაუჭირა.