ახალი ამბები

აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა გრძელდება

3 დეკემბერი, 2012 •
აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა გრძელდება

პროექტი ითვალისწინებს 19 კმ სიგრძის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა-რეკონსტრუქციას. მათ შორის 11 კმ არსებული გზის  4 -ზოლიან მაგისტრალად რეკონსტრუქციას და 8 კმ სიგრძის სრულიად ახალი, აგარის შემოვლითი ავტო-მაგისტრალის მშენებლობას. რუისი-აგარის 19 კმ-იანი მონაკვეთი რუისი-რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობის პირველი ეტაპია.

 

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კოორდინირებით ჩინური კომპანია ”ჩაინა ნუკლეარ ინდუსტრი 23 კონსტრაქშენ კომპანი” ახორციელებს. პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ 70,7 მლნ ლარით ფინანსდება.  ავტომაგისტრალის ახალი მონაკვეთი მშენებლობის დასრულების შემდეგ საერთაშორისო  სტანდარტებს გაუთანაბრდება.

 

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყობა 5 სატრანსპორტო კვანძი, აშენდება ორი 184 -მეტრიანი და 144- მეტრიანი სახიდე გადასასვლელები მდინარე ფრონეზე და მდინარე ფცაზე. იგეგმება 91- მეტრიანი სარკინიგზო გზაგამტარის მშენებლობა. ასევე მოეწყობა: რკინა-ბეტონის საველე გასასვლელები, მიწისქვეშა გადასასვლელები (რომელთა მეშვეობითაც მოსახლეობას გზის მეორე მხარეს განთავსებულ ნაკვეთებზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა ექნება),  ხელოვნური ნაგებობები და დამონტაჟდება წყალგამტარი მილები. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი.

 

პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩქაროსნული გზატკეცილის სხვა სეგმენტებზეც, როგორც აღმოსავლეთ, ასევე, დასავლეთ საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი