აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად დეპუტატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” მიხეილ მახარაძე საქართველოს პრეზიდენტმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.
“იშვიათაია ასეთი ადამიანი, რამდენიმე პროფესია რომ აეთვისებინა თავისი ცხოვრების განმავლოვაში და ყველა დროში პატიოსანი და პატრიოტი ადამიანი ყოფილიყო. ის არის მეცნიერი, მუშაობს ფილოსოფიის ინსტიტუტში, არის ამ დარგის პოლიტიკის დამფუძნებელი საქართველოში,”-განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის თქმით, მახარაძის პოლიტიკური საქმიანობა იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ის ებრძოდა “აჭარაში პროვინციულ დიქტატურას.”
“ის არის სიმბოლო და სტანდარტი არაკონფორმისტული დამოკიდებულებისა.”