ახალი ამბები

მეტროსადგურების ადაპტირება მცირემხედველი ადამიანებისათვის

3 დეკემბერი, 2012
მეტროსადგურების ადაპტირება მცირემხედველი ადამიანებისათვის

” 3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღედ არის აღიარებული. ამ დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდა სოციალური მუშაკების ინიციატივით, თბილისის მეტროს სადგურებში არსებულ ესკალატორებთან სპეციალური,  ყვითელი ნიშნულები გაკეთდა. აღნიშნული სიახლე მცირემხედველ ადამიანებს გაუადვილებს დროულად შეამჩნიონ საფეხურების დასაწყისი და დასასრული, გაზრდის მათი უსაფრთხოების ხარისხს და ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დამოუკიდებლად გადაადგილებას. ყვითელი ნიშნულები კეთდება მცირემხედველებისათვის გარემოს ადაპტირების ევროპული სტანდარტის მიხედვით. სოციალური აქცია ახალგაზრდა სოციალური მუშაკების, თბილისის მეტროპოლიტენისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’მარიანის’’ ხელშეწყობით ხორციელდება,”- ავრცელებს განცხადებას თბილისის მერია.

მასალების გადაბეჭდვის წესი