ახალი ამბები

გაზი იყო იმ რაოდენობით, რომ სერიოზულ გავლენას ჯანმრთელობაზე ვერ მოახდენდა – დეპუტატი

12 მარტი, 2017 • 13711
გაზი იყო იმ რაოდენობით, რომ სერიოზულ გავლენას ჯანმრთელობაზე ვერ მოახდენდა – დეპუტატი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ქართული ოცნებიდან, ვლადიმერ მგალობლიშილი აცხადებს, რომ ბათუმში სპეცრაზმის მიერ გაშვებული ცრემლსადენი გაზი არ ყოფილა იმ ოდენობის, რომელსაც ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ამის შესახებ მგალობლიშვილმა რუსთავი 2-ზე ჩართვისას განაცხადა.

“დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. მე წინა რიგებში ვიდექი . გაზი იყო იმ რაოდენობით, რომ პრინციპში რაიმე სერიოზულ გავლენას ჯანმრთელობაზე ვერ მოახდენდა. მეც იქ ვიდექი  და ვცდილობდით, რომ შეგვეჩერებინა ქვების სროლა”, – განაცხადა მგალობლიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვას რა ნიშნავს მისი ეს განცხადება, მგალობლიშვილი ასე პასუხობს:

“მახსოვს, მარტივად გეტყვით, შედარებას ვაკეთებ რაიმეში არ ჩამითვალოთ, 7 ნოემბერსაც ვიყავი და მახსოვს თავის ტკივილი იყო, თავბრუსხვევა ამას გეუბნებით…”.

მგალობლიშილი ვარაუდობს, რომ ბათმუმში სიტუაცია რამდენიმე საათში დაწყნარდება.

ბათუმში ვითარება დღეს დაიძაბა. ინცინდენტი მოხდა 11 მარტს, „ბათუმი – პლაზასთან“, სადაც თვითმხილველების თქმით, მოქალაქემ აფთიაქთან გააჩერა მანქანა, პატრულმა ის დააჯარიმა და მოქალაქემ პატრულის მისამართით შეიგინა, პატრულის თანამშრომლებმა კი მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და „წიხლებით შეტენეს მანქანაში“. 

ინცინდენტიდან მოკლე ხანში „პლაზასთან“ საპროტესტო აქცია დაიწყო, სადაც გაისმა მოთხოვნები დაკავებულთა გათავისუფლების და აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით. აქციის მონაწილეები ხაზს უსვამდნენ იმ გარემოებას, რომ პოლიციის უფროსი გორელია, იგი უნდა გადადგეს და „თათრებს“ ეძახის ადგილობრივ მოსახლეობას. აქციის მონაწილეები დღეს, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „პლაზასთან“ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციაზე ისმის შეძახილები აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნითაც.

აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა პოლიციის შენობასთან მყოფი პოლიციის სპეციალური რაზმის მისამართით ქვები ისროლეს. აქციის მონაწილეები მიმოიფატნენ, თუმცა მოკლე ხანში აქცია განახლდა და ამჟამადაც გრძელდება.

აქციაზე 6 პირი დაშავდა. ამის შესახებ ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა განაცხადა.

ამ სამსახურის ცნობით, დაშავებულთა უმრავლესობას აღენიშნება დაჟეჟილობა და დაზიანება, რაც, სასწრაფო სამედიცინო სადგურის განმარტებით,  გამოწვეულია დაცემით, ქვის მოხვედრითა და შეხლა-შემოხლით . დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, დაშავებულთაგან 2 პოლიციელა, მათ თავის არეში ღია ჭრილობა აქვთ, ხოლო მოქალაქეებს აქვთ სხვადასხვა ტიპის დაზიანებები.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ 1 საათში ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირები განთავისუფლდებიან. მისივე თქმით, ამის პირობა შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი