ახალი ამბები

ჟურნალმა ‘Global Finance’ თიბისი ბანკი საქართველოში 2013 წლის სავალუტო კონვერტაციების საუკეთესო მომსახურე ბანკად დაასახელა

3 დეკემბერი, 2012 • 1058
ჟურნალმა ‘Global Finance’ თიბისი ბანკი საქართველოში 2013 წლის სავალუტო კონვერტაციების საუკეთესო მომსახურე ბანკად დაასახელა

გამარჯვებულები შეირჩა შემდგომი კრიტერიუმების მიხედვით: სავალუტო საკონვერსიო ტრანზაქციების მოცულობა, სავალუტო საკონვერსიო ტრანზაქციების საბაზრო წილი, ბანკის აქტივობა საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე, კლიენტების მომსახურების ხარისხი, კონკურენტუნარიანი სავალუტო გაცვლითი კურსები და ამ მიმართულების ინოვაციური ტექნოლოგიები.


2012 წელს თიბისი ბანკმა უკვე მეოთხე ჯილდო მოიპოვა Global Finance-ისგან შემდეგ ნომინაციებში: „საუკეთესო ბანკი საქართველოში“, „საუკეთესო ინტეგრირებული სამომხმარებლო ინტერნეტ ბანკი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით“, „საუკეთესო სამომხმარებლო ინტერნეტ ბანკი საქართველოში“, და „სავალუტო კონვერტაციების საუკეთესო მომსახურე ბანკი საქართველოში“.

მასალების გადაბეჭდვის წესი