ახალი ამბები

სასწრაფოს ცნობით, ბათუმის აქციიდან 6 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში

12 მარტი, 2017 • 1958
სასწრაფოს ცნობით, ბათუმის აქციიდან 6 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ცნობით, 00:43 საათისთვის, დღეს 12 მარტს, 6 ადამიანია გადაწყვანილი საავადმყოფოში.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, დაშავებულთაგან 2 პოლიციელია, 3 კი აქციის მონაწილე. ცენტრის ცნობით, მათ ზედაპირული დაზიანებები აქვთ. პოლიციელებს აქვთ თვალის არეში დაზიანება და თავის არეში ღია ჭრილობა, ხოლო მოქალაქეებს აქვთ დაზიანებები.

ისინი რეფერალურ და რესპუბლიკურ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი ცენტრის ცნობით, მათ არ გადაუყვანიათ ისეთი პაციენტი, რომელსა მხუთავი აირის გამო ინსტოქსიკაცია ჰქონოდა მიღებული.

ინცინდენტი მოხდა 11 მარტს, „ბათუმი – პლაზასთან“, სადაც თვითმხილველების თქმით, მოქალაქემ აფთიაქთან გააჩერა მანქანა, პატრულმა ის დააჯარიმა და მოქალაქემ პატრულის მისამართით შეიგინა, პატრულის თანამშრომლებმა კი მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და „წიხლებით შეტენეს მანქანაში“. 

ინცინდენტიდან მოკლე ხანში „პლაზასთან“ საპროტესტო აქცია დაიწყო, სადაც გაისმა მოთხოვნები დაკავებულთა გათავისუფლების და აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით. აქციის მონაწილეები ხაზს უსვამდნენ იმ გარემოებას, რომ პოლიციის უფროსი გორელია, იგი უნდა გადადგეს და „თათრებს“ ეძახის ადგილობრივ მოსახლეობას. აქციის მონაწილეები დღეს, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „პლაზასთან“ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციაზე ისმის შეძახილები აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნითაც.

აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა პოლიციის შენობასთან მყოფი პოლიციის სპეციალური რაზმის მისამართით ქვები ისროლეს. აქციის მონაწილეები მიმოიფატნენ, თუმცა მოკლე ხანში აქცია განახლდა და ამჟამადაც გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი