სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს რუსთავი 2- ის გავრცელებულ ინფორმაციას, კონფლიქტის შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლის გატაცების შესახებ.
“თორნიკე აბლოთიას გატაცების ან დაკავების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ადგილი ჰქონდა გაუგებრობას, რაც უკვე მოგვარებულია. აბლოთია ამჟამად დისლოკაციის ადგილზე იმყოფება,” – აცხადებენ სუს-ში.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ოკუპაციის ხაზთან ახლოს მდებარე სიფელ ზარდიაანთ კართან სპეცრაზმელი ნორმატივებს აბარებდა, რა დროსაც საოკუპაციო ძალებმა აიყვანეს.