ახალი ამბები

კალაძე: ირაკლის [კობახიძე] განცხადება ცოტა ემოციური იყო, თუმცა მესმის მისი

10 მარტი, 2017 • 2637
კალაძე: ირაკლის [კობახიძე] განცხადება ცოტა ემოციური იყო, თუმცა მესმის მისი

“არსებობს საკონსტიტუციო კომისია, რომელიც მუშაობს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე. ასე რომ პრეზიდენტი ვისთან გამართავს შეხვედრებს, ეს ჩემთვის საინტერესო არ არის”, – ეს განცხადება ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ გააკეთა პრეზიდენტის მიერ დღეს დაგეგმილ პრეზენტაციასტან დაკავშირებით.

კალაძეს ჟურნალისტებმა ასევე კითხეს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაზე: “უნდა შეიცვალოს თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესი დაჩქარებით მისი განცხადების გამო?”

“პრეზიდენტის განცხადებებიდან გამომდინარე არანაირი ცვლილებები არ უნდა შევიდეს. ზოგადად საკონსტიტუციო კომისიამ უნდა იმუშაოს ისე, როგორც ქვეყანას სჭირდება, ჩვენს მომავალს სჭირდება და არა პრეზიდენტის განცხადებებიდან გამომდინარე. ირაკლის განცხადება მოვისმინე და ის იყო ცოტა ემოციური, თუმცა მესმის მისი”, – თქვა კალაძემ.

კალაძის თქმით, კონსტიტუციაში შესაძლო ცვლილებებზე მუშაობს ჯგუფი, რომელსაც ესმის ეს საკითხი და ისინი თავად მიიღებენ გადაწყვეტილებებს.

ირაკლი კობახიძემ 4 მარტს  თქვა: “თუ საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, ამ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ ჩვენი პოზიციის გადახედვაზე და ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ პირდაპირი არჩევნები არ ჩავატაროთ მომავალ წელს და პირდაპირ გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე. კიდევ ერთხელ – თუ პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების გაკეთებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”.

უფრო ვრცლად ირაკლი კობახიძისა და პრეზიდენტის დაპირისპირების შესახებ, შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი