10:00 დან 17:00 საათამდე თბილისში, სასტუმრო ,,ბეტსის“ საკონფერენციო დარბაზში (კოტე მაყაშვილის ქ. 32/34) კავკასიური სახლი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით მართავს კონფერენციას: “კონფრონტაციისა და თანამშრომლობის 25 წელი: საქართველო-რუსეთი და ურთიერთობების სხვა მოდელები“. კონფერენციაზე განიხილული იქნება პოსტ-საბჭოთა რუსეთის ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან.
11:00 – ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და ენერგეტიკული გაერთიანებისდირექტორი იანეს კოპაჩი EU4ENERGY-ის მმართველობის პროექტის რეგიონულ ოფისს გახსნიან. მის: სანაპიროს #2 (იუსტიციის სახლი, მე-3 სართული)
11:00 – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტმამობილური აპლიკაცია შექმნა. აპლიკაცია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს გამოცდებისათვის მომზადების პერიოდში დაეხმარება.
11:00- პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრი პრესკონფერენციას გამართავს პოლიტპატიმარ ბაკურ კიღურაძის საქმესთან დაკავშირებით. კიღურაძის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი დაიცავს სააპელაციო სასამართლოში, სადაც მისი საქმე ხელახლა განიხილება.
12:00 – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის პრეზენტაციას მართავს.
13:00 – საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძის ბრიფინგი გაიმართება. თემა: სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ მიერ საქართველოს კონსტიტუციაშიცვლილების შეტანის შესახებ წინადადების შეტანა არჩევნების სავალდებულობასთან დაკავშირებით.
19:00 – ზ.წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება წიგნის „ქალები საქართველოდან“ პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა.