პოლონეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტად დონალდ ტუსკი მეორე ვადით აირჩიეს. აღნიშნულ თანამდებობას ტუსკი 2019 წლის 30 ნოემბრამდე დაიკავებს. მის კანდიდატურას BBC-ის ინფორმაციით 27-მა ქვეყანამ დაუჭირა. წინააღმდეგი მხოლოდ პოლონეთი იყო, რომლის მთავრობამ ევროსაბჭოს პრეზიდენტად იაცეკ სარიუშ-ვოლსკი წარადგინა.
დონალდ ტუსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მოვალეობას 2014 წლის დეკემბრიდან ასრულებს. ამ თანამდებობაზე არჩევამდე ის 2007-14 წლებში პოლონეთის პრემიერ-მინისტრი იყო. ტუსკი პოლონური მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის ლიდერია, რომელიც ქვეყნის ამჟამინდელ მმართველ პარტიას უპირისპირდება.