ახალი ამბები

გიორგი ონიანი: გუნავას კიდევ ერთი სასაცილო ბრალი წაუყენეს

1 დეკემბერი, 2012 •
გიორგი ონიანი: გუნავას კიდევ ერთი სასაცილო ბრალი წაუყენეს

“სასაცილო რაღაც მოხდა უკვე მესამედ, ორი სასაცილო რამ ხომ იცით, ახლა მესამე, ასევე სასაცილო ბრალდებაა. მის ყოფილ მძღოლს, დააწერინეს ჩვენება, თითქოს 2 წლის წინ ინციდენტი მოუვიდა გუნავასთან. მძღოლს ჩვენებაში უწერია, რომ ინციდენტის შემდეგ გაიარა დაახლოებით ოცი მეტრი, ამ დროს გაიგო გასროლის ხმა და მიხვდა, რომ ფეხში იყო დაჭრილი. ანუ ჩვენებაში იმასაც არ ამბობს, რომ გუნავამ დაჭრა. ერთი მოწმე ყავთ, ყოფილი სოდის უფროსი. ერთი კვირის წინ ის დაკითხეს და მან თქვა, რომ არაფერი მსგავსი არ იცის, ერთი კვირის შემდეგ კი იმეორებს იმას, რასაც მძღოლი ამბობს. მან ჩვენება შეცვალა და ჩვენების შეცვლისთვის არაფერი არ დააკისრეს”,-ამბობს გიორგი ონიანი.

 

რაც შეეხება სხვა ბრალდებებს: შსს-ს გენინსპექციის ყოფილი უფროსის თენგიზ გუნავას ადვოკატის გიორგი ონიანის განცხადებით, ბრალდება, რომლის გამოც გუნავა მეორედ დააკავეს, სახელმწიფო საიდუმლოებას შეეხება.

 

ადვოკატის თქმით, გამოძიება თენგიზ გუნავას არა 3000 ლიტრ ბენზინზე ხარჯთაღრიცხვას, არამედ ოპერატიული მიზნებით აღებულ თანხას- 49 500 ლარს და ამავე მიზნით მოხმარებულ საწვავს ედავება.

 

“არის სახელმწიფო საიდუმლოება, რომლის ასე გამჟღავნება უბრალოდ არ შეიძლება, შეეძლოთ დაებარებინათ, გენერალურ ინსპექციას, ვისაც აქვს ამის უფლება და ვალდებულება და მათ აუხსნიდა, თუ რა სახელმწიფო ინტერესი იდო და რა სახელმწიფო ინტერესი მოგვარდა და გადაწყდა ამ თანხის და ამ ღონისძიების შედეგად”, – განაცხადა გიორგი ონიანმა.

 

შსს-ს გენინსპექციის ყოფილი უფროსი 29 ნოემბერს მეორედ დააკავეს, გუნავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (უფლებამოსილების გადამეტება) და 182-ე მუხლით (მითვისება) და დღეიდან უკვე 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება)წაუყენეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი