ახალი ამბები

ჯორჯ სოროსი ივანიშვილს შეხვდა

1 დეკემბერი, 2012
ჯორჯ სოროსი ივანიშვილს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი დღეს ჯორჯ სოროსს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს პარილამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ. შეხვედრის კადრები და ფოტოსურათები ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. 

ივანიშვილის ფეისბუკის გვერდის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა და ჯორჯ სოროსმა საქართველოში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების თაობაზე ისაუბრეს, ასევე დაიგეგმა მსოფლიოში წამყვანი ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა დავოსში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრება.
 
ღია საზოგადოების საქველმოქმედო ფონდების დამაარსებელი და ხელმძღვანელი ჯორჯ სოროსი საქართველოს ორდღიანი არაოფიციალური ვიზიტით ეწვია.
 
ხვალ ჯორჯ სოროსი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება.
 

მასალების გადაბეჭდვის წესი