ახალი ამბები

ვანო მერაბიშვილი: ხელისუფლების ქმედებები აბსურდის მწვერვალს აღწევს

1 დეკემბერი, 2012 •
ვანო მერაბიშვილი: ხელისუფლების ქმედებები აბსურდის მწვერვალს აღწევს

 “ეს ფაქტი აბსურდულია. უკვე ორი თვეა ეს ხელისფულება მოვიდა და აბსურდებმა უკვე ახალ მწვერვალებს მიაღწია. მე მესმის, რომ ხელისუფლებლება ცდილობს, რომ ყველა დააშინოს და დაიჭიროს, მაგრამ ის, რაც დღეს განაცხადეს, ყველა ზღვარს სცილდება”,-აცხადებს მერაბიშვილი.

მისი თქმით, მსგავს ფაქტს, რაშიც მას ბრალს სდებენ, ადგილი არ ჰქონია.

როგორც შსს სამინისტრო აცხადებს, 30 ნოემბერს ვანო მერაბიშვილი სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში გამოცხადდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამავე დელეგაციის შემადგენლობაში ქალაქ ერევანში გამგზავრების მიზნით. საპასპორტო კონტროლის გავლის დროს საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელმა აეროპორტის მესაზღვრე კონტროლიორს წარუდგინა ივანე მერაბიშვილის პასპორტი. მესაზღვრე კონტროლიორმა კანონით დადგენილი პროცედურის გავლის დროს აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში პასპორტი გაცემული იყო ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე, ივანე მერაბიშვილის ფოტოსურათით.

სამინისტრო აცხადებს, რომ სახელმწიფო ვიზიტის შეფერხების თავიდან აცილების მიზეზით, “ივანე მერაბიშვილს მიეცა საშუალება წარმოედგინა სხვა, ნამდვილი პასპორტი და მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები მყისიერად არ განხორციელდა. იმავე საღამოს, 23 საათზე, უკან დაბრუნებულმა მერაბიშვილმა პრეზიდენტის ესკორტთან ერთად დატოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რის გამოც მის მიმართ კანონით დადგენილი საგამოძიებო მოქმედებები ვერ ჩატარდა. დღეს ივანე მერაბიშვილი გამოძახებული და დაკითხული იქნება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.”-აცხადებს სამინისტრო.

ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ ის ახლდა თან ვანო მერნაბიშვილს. მისი თქმით, მერაბიშვილმა თავისი მანქანით და არა პრეზიდენტის ესკორტით დატოვა აეროპორტი . ნადირაშვილი თხოვს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამოიღოს  კამერით გადაღებული ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ მერაბიშვილი თავისი მანქანით ტოვებს აეროპორტს. ნადირაშვილის თქმითვე, იქ იმყოფებოდნენ  შს სამინისტროს თანამშრომლები, რომელთაც არც ერთი შეკითხვა არ დაუსვეს მერაბიშვილს. “ჩვენი ვარაუდით ეს დრო შსს-ს ჭირდებოდა იმისთვის, რომ კარგად დაედგა აბსურდის თეატრი და, რაც მთავარია, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ივანიშვილის დაკვეთა, მისი დაკვეთით მიმდინარეობს ნაციონალების დევნა,”აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი