ჯორჯ სოროსი ამ წუთებში საქართველოს პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ხვდება ბიზნესცენტრში. შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურულია, თუმცა, როგორც ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, ივანიშვილის პრესცენტრი შეხვედრის ნაწილს გადაიღებს, არ არის გამორიცხული, ივანიშვილმა და სოროსმა შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთონ.
ფონდ ღია საზოგოება საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორის, ანა ტოკლიკიშვილის თქმით, ჯორჯ სოროსი ხვალ საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება.
მისი თქმით, ყველა შეხვედრა საქართველოში თავად სოროსმა და მისმა თანაშემწემ დაგეგმეს.
შეხვედრა არაოფიციალური ვიზიტია, ჯორჯ სოროსი საქართველოში მხოლოდ ორი დღე დარჩება. სოროსი ბუდაპეშტიდან საქართველოში დღეს ჩამოფრინდა.