ახალი ამბები

ჯორჯ სოროსი საქართველოშია

1 დეკემბერი, 2012 •
ჯორჯ სოროსი საქართველოშია

ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის კოორდინატორმა ანა ტოკლიკიშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ჯორჯ სოროსი დღეს ფონდის წარმომადგენლებს შეხვდება.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ რომელ პოლიტიკოსს შეხვდება არაოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სოროსი. თუმცა ნეტგაზეთთან საუბრისას ტოკლიკიშვილმა განაცხადა, რომ სოროსი ხელისუფლების და ოპოზიციის  წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.

ასევე არ არის ცნობილი, გააკეთებს თუ არა სოროსი განცხადებას მედიისთვის.

ქეთი ხუციშვილი,  ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ხელმძღვანელი, ნეტგაზეთთან რამდენიმე დღის წინ საუბრისას აცხადებდა:

“სოროსი საქართველოში ბუდაპეშტიდან ჩამოვა. ფაქტიურად შაბათ -კვირას იქნება აქ. ვიზიტის დროის სიმცირის გამო, სამწუხაროდ, მედიისთვის საგანგებო პრესკონფერენციას ვერ გავაკეთებთ. ის შეხვდება ფონდის ხელძღვანელობას, გაეცნობა მის მიმდინარე საქმიანობას, შედეგებს. შესაძლოა, შეხვდეს იმ პოლიტკურ ლიდერებსაც, რომლებსაც იცნობს”. 

ჯორჯ სოროსი საქართველოში 2004 წელს იმყოფებოდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი