ახალი ამბები

სააკაშვილი ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვდა

1 დეკემბერი, 2012 •
სააკაშვილი ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვდა

სააკაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს, ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვდა. პრეზიდენტის ოფიციალური ვებსაიტის ინფორმაციით, შეხვედრა საქართველოს სომხეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა.

“შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღმავების თაობაზე იმსჯელეს. მიხეილ სააკაშვილმა და ჟოზე მანუელ ბაროზომ საქართველოს ბოლოდროინდელ მოვლენებზეც ისაუბრეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ის პროგრესი, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყანამ მიაღწია და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო კვლავაც განაგრძობს წინსვლასა და დემოკრატიულ განვითარებას”,-ნათქვამია პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი