ახალი ამბები

ევროპულმა საქართველომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში რუსთავი 2-ის სიმბოლიკა განათავსა

9 მარტი, 2017 • 3261
ევროპულმა საქართველომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში რუსთავი 2-ის სიმბოლიკა განათავსა

“ევროპულმა საქართველომ” პარლამენტის სხდომათა დარბაზში “რუსთავი “-2 ის მხარდასაჭერად და ხელისუფლების პოლიტიკის გასაპროტესტებლად ამ ტელევიზიის სიმბოლიკა განათავსა.

“ეს არის პროტესტის ფორმა.  ხელისუფლება და დეპუტატები არ ასრულებენ თავის მოვალეობას, არღვევენ სიტყვის თავისუფლებას და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს უპრეცენდენტო გადაწყვეტილების შემდეგაც კი, არ აღიარებენ თავიანთ პასუხისმგებლობას. ამიტომ ამ ყველაფერს ვახსენებთ მათ,” – ამბობს ელენე ხოშტარია.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მოსამართლეთა პალატა ერთხმად დაეთანხმა მორიგე მოსამართლის მიერ 3 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებას “რუსთავი 2”-ის საქმეზე. მოსამართლეთა პალატის გადაწყვეტილებით, აღსრულება უვადოდ, ანუ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეჩერდა.

2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.  3 მარტს სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა. არასამთავრობო  ორგანიზაციები,  მედიის წარმომადგენლების ნაწილი და  ოპოზიციური პარტიები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს თხოვდნენ, რომ   რუსთავი 2-თან დაკავშირებით უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება   მანამ შეეჩერებინა, ვიდრე ევროსასამართლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.

ფოტო: ელენე ხოშტარია

ფოტო: ელენე ხოშტარია

მასალების გადაბეჭდვის წესი