ახალი ამბები

მერაბიშვილის ცოლის გამო ახალაიას და თოფურიძეს ბრალს წაუყენებენ

30 ნოემბერი, 2012 • 1193
მერაბიშვილის ცოლის გამო ახალაიას და თოფურიძეს ბრალს წაუყენებენ

დათა ახალაია
დათა ახალაია

კბილაშვილის თქმით, საქმე ეხება 2005 წლის 2 იანვარს რესტორან “ძველ სახლში” ოჯახურ სუფრაზე მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც მაშნდელი შს მინისტრის მეუღლეს – თაკო სალაყაიას მიაყენეს შეურაცხყოფა.

 

ამის შემდეგ, კბილაშვილის განცხადებით, 2005 წლის 5 იანვარს მთაწმინდა-კრწანისის შს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს, კერძოდ, სამძებროს უფროსსა და პირველი განყოფილების უფროსს ტელეფონით დაუკავშირდა სოსო თოფურიძე და მათ სთხოვა კუდ-ის ოფისში მისვლა დათა ახალაიასთან. აღნიშნული პირები მივიდნენ, სადაც, მთავარი პროკურორის თქმით, პირადად დათა ახალაიამ, სოსო თოფურიძემ, ოლეგ მელნიკოვმა და გერონტი ალანიამ სასტიკად სცემეს სამძებროს უფროსი და გაიყვანეს ცალკე ოთახში.

 

მოგვიანებით პირველი განყოფილების უფროსისგან მათ შეიტყვეს, რომ რესტორანში ინციდენტის მონაწილე არ იყო ნაცემი პოლიციელი, რის შემდეგაც სამძებროს უფროსს ბოდიში მოუხადეს, დაპირდნენ სამსახურებრივ წინსვლას და გამოუშვეს.

 

ამის შემდეგ კუდ-ის შენობაში იმავე პირებმა დაიბარეს მთაწმინდა-კრწანისის შს მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების სისხლის სამძებროს უფროსი, რომელიც სასტიკად სცემეს, აწამეს და რამდენიმე საათის განმავლობაში აღუკვეთეს თავისუფლება.

 

კბილაშვილის თქმით, დათა ახალაიას, სოსო თოფურიძეს, ოლეგ მელნიკოვსა და გერონტი ალანიას ბრალი წარედგინებათ დაუსწრებლად.

 

როგორც ცნობილია, ეს  მაღალჩინოსნები ფიგურირებენ სანდრო გირგვლიანის საქმეშიც, თუმცა მთავარ პროკურორს დღეს ამაზე არ უსაუბრია.  ამავე დროს კბილაშვილმა ჟურნალისტებს 30 ნოემბერს პრესკონფერენციაზე განუცხადა, რომ  მიმდინარეობს სანდრო გირგვლიანის საქმის გამოძიებაც. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი