ახალი ამბები

მართმსაჯულების რეფორმის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში შევიდა

29 ნოემბერი, 2012 •
მართმსაჯულების რეფორმის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში შევიდა

 2012 წლის 8 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მართლმსაჯულების რეფორმისათვის საჭირო საკანონმდებლო
ცვლილებათა პროექტის პრეზენტაცია გამართა და საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას ქვეყანაში აკრედიტებული
საერთაშორისო მისიების ხელმძღვანელებს და იურიდიულ საკითხებზე მომუშავე ქართულ და უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებს მასზე ღია დიკუსია შესთავაზა.

 

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტის მიღების შემთხვევაში:შეიცვლება საქართველოს იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესი, რის შედეგადაც ეს ორგანო პოლიტიკური გავლენებისგან ბევრად უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელი გახდება;

სამოქალაქო საზოგადოება შეიძენს უფლებას, განახორციელოს ქმედითი კონტროლი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაზე; საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას მიეცემა რეალური თვითმმართველობის განხორციელების შესაძლებლობა;მოსამართლეთა დისციპლინური კოლეგია მთლიანად გამოეყოფა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და ცალკე ორგანოდ ჩამოყალიბდება;

სასამართლო დარბაზებში აღსდგება აუდიო-ვიდეოჩამწერი აპარატურის გამოყენების უფლება, რითაც საზოგადოებას მიეცემა შესაძლებლობა, თვალყური ადევნოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაცია”გამოეხმაურნენ.

 

გაიმართა დამატებითი კონსულტაციები საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან, კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“, სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან, რის შემდეგაც ყველა გონივრული შენიშვნა და მოსაზრება საკანონმდებლო
ცვლილებათა პროექტებში აისახა.

შეჯამებული პროექტის საბოლოო ვარიანტი იუსტიციის სამინისტრომ განსახილველად ვენეციის კომისიას გადაუგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი