ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე და მისი მოადგილე სამინისტროში ენერგეტიკის სფეროში ექსპერტებს ხვდებიან. შეხვედრა, რომელსაც 15 ექსპერტი ესწრება, დახურულია.
შეხვედროს დაწყებამდე საქარათველოს ენერგეტიკოსთა საზოგადოების თავმჯდომარემ მირონ ფირცხელანიმ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ტარიფის დაწევასთან დაკავშირებით სიფრთხილეა საჭირო, რადგან ზამთრის ეტაპზე საქართველო დეფიციტურ მდგომარეობაში იმყოფება:
“ტარიფის შემცირება დამოკიდებულია ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის კეთილ ნებაზე და “თელასის” და “ენერგო პრო ჯორჯიას “ გადაწვეტილებაზე.
მისი განმარტებით, შეიქმნება სპეციალური გჯუფი, რომელიც იმუშავებს ტარიფს საკითხზე. განახორციელებს კონკრეტულ გათვლებს- რა რეზერვი არსებობს რეალურად და შესაძლებელი იქნება თუ არა სეზონური ტარიფის შემოღება.
მისი თქმით, ეს ჯგუფი დაახლოებით ორ კვირაში ენერგოტარიფებთან დაკავშირებით მიღებულ გათვლებს წარმოადგენს.
შეხვედრის დაწყებამდე კახი კალაძემ განაცხადა, რომ უკვე შეხვდა “ინტერ რაოს” და ზამთრის პერიოდში რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის საჭიროებასა და ტარიფზე ესაუბრა.