დაკავებული არიან: შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი რევაზ თენგიზის ძე კახნიაშვილი, ერედვის მუნიციპალიტეტის უფროსი სპეციალისტი – ივანე ვაჟას ძე მიდოდაშვილ და შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტი – ალექსანდრე გრიგოლის ძე ზანგალაძე. მათთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი მოქალაქე.
შსს–ს ინფორმაციით, რევაზ კახნიაშვილის ბინის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 20- გრამიანი შპრიცი, რომელშიც, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება იყო მოთავსებული.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული შვიდიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.