“2012 წლის 28 ნოემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე საბარგო განყოფილებასთან ნარკოსაშუალების უკანონო შეძენა- შენახვის ფაქტზე დაკავებულია 1970 წელს ქ.ქუთაისში დაბადებული, დანაშაულებრივი სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი, ე.წ „კანონიერი ქურდი” ბადრი გიგლას ძე დ.”, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

შსს–ს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს სსკ-ის  260-ე მულხის  პირველი ნაწილით გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *