ახალი ამბები

ანონსი: 7 მარტი

6 მარტი, 2017 • 2847
ანონსი: 7 მარტი

09:00 უზენაეს სასამართლოსთან რუსთავი ორის მხარდამჭერი აქცია – პერფომანსი გაიმართება.

10:30 სასტუმრო ბილტმორში ააიპ HUB GEORGIA-ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია: ვიზა ლიბერალიზაცია და გამოწვევები ავიაციის სფეროში“. კონფერენციაზე განიხილება საავიაციო სფეროში ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის შედეგად მიღებული ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები.

10:30 საკრებულოსთან, მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს წევრები ბავშვთა სამყაროს ხანძრით დაზარალებულებს შეხვდებიან.

11:00 ქუთაისში (ნიუპორტის ქუჩა 5)  “მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” წევრები, რუსთავი ორის მხარდამჭერ ფლაერებს დაარიგებენ.

11:00 საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია გამართავს საკონსულტაციო შეხვედრას საგრანტო კონკურსით „სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებისთვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის. შეხვედრა გაიმართება საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციაში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ.

11;00 ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის პრესკონფერენცია

თბილისი, საკონფერენციო დარბაზი (ბრიფინგების ოთახი)

11:00 „საყდრისის კიმიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ წამომადგენლენი ნინო ბურჭულაძე და ანა მიქაუტაძე პრესკონფერენციას გამართავენ ფიტარეთში არსებულ მდგომარეობაზე, ისინი ასევე დააფიქსირებენ თავის პოზიციას ირაკლი მამალაძესთან დაკავშირებით ციანიდის საქმეზე.

12:00 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გამოსვლა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის საქართველოში“ (G4G) და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) პროექტის – „საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის პლატფორმის გაძლიერება საქართველოს პარლამენტში“ პრეზენტაციაზე

თბილისი, შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)

12:00 საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.  ღონისძიებას დაესწრება: ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, მსოფლიო ბანკისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

მის: ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი – აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი (კლინიკა ლანცეტის გვერდით) საკ. პირი: 558 24 07 70 სალომე გოგინაშვილი

13.00 საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში პარტია „ მომოვალი საქართველო-ს“ თავმჯდომარე- გიორგი ლაღიძე პესკონფერენციას გამართავს.

თემა. ვიზალიბერალიზაცია საქართველოში

13:00 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

კომიტეტის სათათბირო ოთახი N515

 13.30 საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში გრიგოლ გაგნიძე პესკონფერენციას გამართავს.

თემა. რუსთავი-2 და რეკომენდაცია ხელისუფლებას.

14:00 თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი

14:00 განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N238

14.00 საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში გიგი მაღლაკელიძე- “საქართველოს  პატრიოტთა ალიანსი“-ს პოლიტსაბჭოს წევრი პესკონფერენციას გამართავს

თემა. ვიზალიბერალიზაცია საქართველოში

14:00 ქალთა კვირეულის ფარგლებშითბილისის ისნის №8 ოლქის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის, ირაკლი აბუსერიძის ინიციატივით, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ქალებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ

14:00 ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატები“ გამართავს შეხვედრას მოწვეულ სპეციალისტებთან სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით

ფრაქციის სათათბირო ოთახი N341

14:15 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეხვედრა საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ნიკოს კოძიასთან

თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

14.30 საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში ნინო ყურაშვილი -„სამოქალაქო პლატფორმა-ახალის საქართველო“-ს წევრ პესკონფერენციას გამართავს

თემა. ვიზალიბერალიზაცია საქართველოში

15:00 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

კომიტეტის სათათბირო ოთახი (N221)

15:00 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N638

16:00 ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატები“ გამართავს შეხვედრას მოწვეულ სპეციალისტებთან განათლების საკითხებზე

ფრაქციის სათათბირო ოთახი N341

17:00 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

მასალების გადაბეჭდვის წესი