ახალი ამბები

ივანიშვილი: ‘მეცხრე არხი’ არ უნდა იყოს ჩემთან კავშირში

28 ნოემბერი, 2012 •
ივანიშვილი: ‘მეცხრე არხი’ არ უნდა იყოს ჩემთან კავშირში

“ჩემი აზრით, მეცხრე არხთან დაკავშირებით ძალიან გასაგებად ვთქვი ყველაფერი და აღარ დავუბრუნდები. მე არ მქონდა მხედველობაშის ის, რაც ჩვენმა ოპონენტებმა გადათარგმნეს თავისებურად, რასაც თვითონ ფიქრობენ, თითქოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მითვისებას ვაპირებ და ა.შ.  მე შევიცვალე ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით და გადაწყვეტილება მივიღე, რომ “მეცხრე არხი” აღარ მოხვდეს ისეთი ფორმით, როგორც მე ვთქვი და აღარ შეუერთდეს  საზოგადოებრივ მაუწყებელს”, – განაცხადა ივანიშვილმა.  

 

მისი განმარტებით, “მეცხრე არხი” იმაუწყებლებს, თუმცა მას არ ექნება კავშირი პრემიერის ოჯახთან. როგორც ივანიშვილმა თქვა, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა “მეცხრე არხის” აქციების გასხვისებაზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი