სამინისტრო ჯერჯერობით არ ავრცელებს ინფორმაციას, კონკრეტულად რა შემთხვევას უკავშირდება კუდ–ის
მაღალჩინოსნის დაკავება და მის წინააღმდეგ რა სახის მტკიცებულებები არსებობს.
დავით ლორთქიფანიძე არის შს ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილის – გიორგი ლორთქიფანიძის ძმა. რამდენიმე კვირის წინ, როცა სტუდია GNS-–ის ჟურნალისტსა და ოპერატორს კახეთში, ხე–ტყის გადამამაუშავებელი საწარმოს გადაღებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოსიკო ჭიჭიაშვილს, რომლის სახლშიც არის ხე-ტყის საამქრო იყო მოწყობილი, კავშირი აქვს შს მინისტრის მოადგილესთან – გიორგი ლორთქიფანიძესთან და მის ძმასთან – დავით ლორთქიფანიძესთან.
