ახალი ამბები

სემეკში აცხადებენ, რომ ტარიფების გაიაფებით ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიანტები დაზარალდებიან

28 ნოემბერი, 2012 • 1342
სემეკში აცხადებენ, რომ ტარიფების გაიაფებით ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიანტები დაზარალდებიან

შონიას თქმით, ტარიფების გაიაფება მთავრობასა და ინვესტორ კომპანიებს შორის მოლაპარაკების შედეგზეა დამოკიდებული:

“არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწროთ. რეალურად მიმდინარეობს მოლაპარაკება მთავრობასა და ინვესტორ კომპანიებს შორის. დაველოდოთ ამ მოლაპარაკების შედეგებს და, რა თქმა უნდა, ყველაფერი იქნება განცხადებული”.

შონიამ ასევე ისაუბრა ელექტროენერგიის დიფერენცირებულ ე.წ. “სტეფ ტარიფებზე”, რაც მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით ფასის ზრდას ითვალისწინებს. მისი თქმით, ეს მიდგომა არასამართლიანია:

“საერთოდ, მე, მაგალითად, გეტყვით, რომ არ ვემხრობი ამ “სტეფ ტარიფებს” წმინდა ეკონომიკური კუთხით იმიტომ, რომ ყველამ უნდა გადაიხადოს ის, რაც უჯდება კომპანიას. კი, აქ არის სოციალური მომენტი, მაგრამ წმინდა ეკონომიკურად ეგ არ არის სწორი. მერე რა, რომ მდიდარი ვარ? თავის დროზე ეს გადაწყვეტილება სოციალური მომენტის გამო იქნა მიღებული”.

მასალების გადაბეჭდვის წესი