“ჩვენი დაპირება იყო ტარიფების შემცირება და არა განახევრება. მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს პერიოდში გახდება ტარიფების შესახებ ინფორმაცია ცნობილი,”- განაცხადა კალაძემ.
ტარიფების საკითხის გამო საზოგადოების ნაწილმა ახალი ხელისუფლება მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ, 22 ნოემბერს გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტარიფები არ განახევრდება.
”პროცესი გაგვიჭიანურდა… განახევრება, რასაც ველოდებოდი, რა თქმა უნდა, არ გამოვა და გადაჭარბებულად ვსაუბრობდით, როგორც ჩანს.”
“ქართული ოცნების” ოპონენეტებისა და საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება” წინასაარჩევნო დაპირებებს არ ასრულებს.