ახალი ამბები

ხადური: დასუფთავების სამსახურის მუშაობას შეფერხება არ შეექმნება

28 ნოემბერი, 2012 •
ხადური: დასუფთავების სამსახურის მუშაობას შეფერხება არ შეექმნება

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ფინანსთა სამინისტროს თბილისის მერიის ქვეუწყებებში შესვლა ამ სამსახურების მუშაობას შეფერხებას არ გამოიწვევს. 

 

“საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამოწმებს ორგანიზაციებს, რათა გამოარკვიოს, თუ როგორ იხდიან ისინი გადასახადებს, რამდენად პირნათელი არიან ისნი ბიუჯეტთან. არც ერთ ამ ორგანიზაციაში ფინანსთა სამინისტროს მუშაობა მათთვის ხელისშეშლას არ გამოიწვევს.”

 

როგორც ნოდარ ხადური ამბობს, დასუფთავების სამსახურში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი ორი წლის წინ აღძრულ საქმეზეა შესული, ახალმა ხელისუფლებამ კი წინა ხელისუფლების მიერ დაწყებული საქმე განაახლა. 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება და ამ მოტივით საგამოძიებო სამსახურები დოკუმენტაციის ამოღებისა და  ახსნა-განმარტების მიღების მიზნით, შესული არიან ქალაქ თბილისის მერიის სისტემაში შემავალ შემდეგ დაწესებულებებში და მის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში: ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაცია; ქალაქ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური; ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახური; სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახური; ააიპ – ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი; ააიპ – თბილისის განვითარების ფონდი; შპს „თბილსერვის ჯგუფი.” 

 

როგორც თორნიკე შიოლაშვილი – შპს “თბილისერვისჯგფის” გენერალური დირექტორი ამბობს, ფინანსთა სამინისტროს მიერ ამოღებულია ყველა სახის დოკუმენტაცია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი