“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება და ამ მოტივით საგამოძიებო სამსახურები დოკუმენტაციის ამოღებისა და ახსნა-განმარტების მიღების მიზნით, შესული არიან ქალაქ თბილისის მერიის სისტემაში შემავალ შემდეგ დაწესებულებებში და მის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში: ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაცია; ქალაქ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური; ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახური; სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახური; ააიპ – ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი; ააიპ – თბილისის განვითარების ფონდი; შპს „თბილსერვის ჯგუფი”,- ნათქვამია მერიის განცხადებაში.