1991 წელს დაბადებული ალექსანდრე ა. და 1980 წელს დაბადებული გიორგი ო. კრიმინალური პოლიციის მე–3 სამმართველოს თანამშრომლების მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. მათი დაკავება უ.ჩხეიძის #5–ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა:
“პირადი ჩხრეკისას დაკავებულებს ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ აღმოაჩნდათ. ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ” მარიხუანა” იქნა ამოღებული გიორგი ო.-ს ბინის ჩხრეკისას. საერთო ჯამში, ამოღებული „მარიხუანას“ ოდენობამ 904,73 გრამი შეადგინა”, – აღნიშნულია შსს–ს განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, ან გასაღებას“ გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 11 წლამდე.