ახალი ამბებისამართალი

“მათე მოტორსის” მფლობელი გელა ბარკალაია დააკავეს

5 მარტი, 2017 • 8029
“მათე მოტორსის” მფლობელი გელა ბარკალაია დააკავეს

კომპანია “მათე მოტორსის” მფლობელი ბიზნესმენი გელა ბარკალაია დააკავეს.

მას ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი: სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ადამიანის მძევლად ჩაგდებას, ამ მუხლის მეორე ნაწილი კი ქმედებას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და არაერთგზის. ასევე 157-ე მუხლით, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს.

შსს-ში დამატებით შეკითხვებს დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ პასუხობენ.

სასამართლომ ბარკალაიას წინასწარი პატიმრობა დღს შეუფარდა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დაკავებულის ადვოკატი განმარტებას მედიასთან ორშაბათს გააკეთებს, ხოლო თავად დაკავებული თავს უდაშაულოდ ცნობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი